მეტროსადგური “300 არაგველი” შეუფერეხებლად მუშაობს
მეტროსადგურში “300 არაგველი” მატარებლების მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენი შეუფერეხებლად მუშაობს.
დღეს, მეტროსადგურში “300 არაგველი” ლიანდაგში 50 წლამდე მამაკაცი ჩავარდა. ლიანდაგში ჩავარდნილ მამაკაცს, მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.