გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

   საქრთველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
“ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის უდიდეს დღესასწაულს. მშვიდობის, იმედის, თანადგომის, მოყვასზე ზრუნვისა და სიკეთის გამარჯვების ამ დღეს ყველა თქვენგანი განსაკუთრებულად ზეიმობს.
საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების, ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში. თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ვუერთდები თქვენს ზეიმს და წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები