გერმანიაში, საშობაოდ ტერაქტის დაგეგმვისთვის მოზარდი დააკავეს
გერმანიაში დააკავეს 17 წლის მოზარდი, რომელიც შობის დღეებში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა,- ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გერმანული მედიის ცნობით, თურქი წარმომავლობის გერმანიის მოქალაქე ქალაქ ელმშორნში დააკავეს. ის ტერაქტის მოწყობას საშობაო ბაზარზე გეგმავდა და ამისთვის სატვირთო ავტომობილის გამოყენება ჰქონდა გადაწყვეტილი.
როგორც მედია წერს, ტერაქტის მომზადების შესახებ გერმანიის პოლიცია 2024 წლის გაზაფხულზე, აშშ-ის სპეცსამსახურმა გააფრთხილა. პოლიციამ ეს ინფორმაცია პროკურატურას გადასცა, რის შედეგადაც ეჭვმიტანილზე თვალთვალი დაიწყო.