ირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ოპოზიცია თვითგაუქმების გზაზეა
“ჯერჯერობით ოპოზიცია თვითგაუქმების გზაზეა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამომრჩეველმა ისინი პარლამენტში შესასვლელად აირჩია, ისინი კი ჯიუტად ამბობენ, რომ არ შევლენ, რითაც თვითგაუქმების პირველი ნაბიჯები გადადგეს. თუ რამე იქნება ოპოზიციასთან დაკავშირებით, ყველაფერი იქნება კონსტიტუციურ სასამართლოსთან დაკავშირებული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.