ჰაიტის დედაქალაქში სამგზავრო თვითმფრინავი დაცხრილეს
Spirit Airlines-ის რეისს, რომელმაც ფრენა ფლორიდიდან განახორციელა, დაშვებამდე რამდენიმე მეტრში, ბანდიტებმა ცეცხლი გაუხსნეს და ბორტგამცილებელი დაჭრეს.
თვითმფრინავი გადაამისამართეს და ჩვეული ლოკაციის მაგივრად, ის დომინიკანის რესპუბლიკაში დაეშვა.
ჰაიტიში მდებარე აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ “თუსენთ ლუვერტურის” საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა.
ცნობისთვის, ჰაიტის ბანდები, რომლებიც დედაქალაქის
80%-ს აკონტროლებენ, პოლიტიკური არასტაბილურობის გამოყენების მიზნით ხშირად ესხმიან თავს მასშტაბურ აეროპორტებს.
2024 წლის დასაწყისში, ბანდების კოორდინირებული თავდასხმების შედეგად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.