“მივმართავ როთს და დანარჩენ „როთებს“: თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ” – ზარქუა

“რომ დგახართ და მათხოვრობთ: შეგვხვდით და შეგვხვდითო, არ შეგხვდებით, რადგან დრო თქვენისთანებისთვის არ რჩება – მშვიდობიანად მობრძანდით, გაიარ-გამოიარეთ და მიბრძანდით უკან!”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს მათი ღირებულებებისა და მორალის განცხადებები არ სჭირდება.

“თუ საქართველოს ნახვა გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ! ჩადით სამეგრელოში – ნახეთ, იქაური სტუმარმასპინძლობა, სუფთა ჰაერი, იქნებ აზრზე მოხვიდეთ და გაიაზროთ, რომ ლგბტ პროპაგანდა ქართველ ხალხს არ სჭირდება”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები