“არც არჩევნების ლეგიტიმაციას ეკითხება ვინმე ბატონ როთს და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას” – იონათამიშვილი
“არც არჩევნების ლეგიტიმაციას ეკითხება ვინმე ბატონ როთს და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, “თუ ვინმეს არ აქვს უფლება, რომ ევროკავშირის სახელით ილაპარაკოს, ეს არის ბატონი როთი, რომელიც, როგორც ჩანს, მალე ბუნდესტაგის წევრიც კი აღარ იქნება”.
“არც როთის საქმეა, რა კანონებს მიიღებს საქართველოს პარლამენტი და არც სხვა იმ ცალკეული აქტორების. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების საქმე. ნებისმიერი, ვინ საუბრობს და თან ისე რომ მას არავითარი კომპეტენცია და არც ინსტრუმენტი არ გააჩნია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, არის საქართველოს მტერი. არც არჩევნების ლეგიტიმაციას ეკითხება ვინმე ბატონ როთს და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. თუ ვინმეს არ აქვს უფლება, რომ ევროკავშირის სახელით ილაპარაკოს, ეს არის ბატონი როთი, რომელიც, როგორც ჩანს, მალე ბუნდესტაგის წევრიც კი აღარ იქნება, არა თუ კომიტეტის თავმჯდომარე.
ეს განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ძალიან დიდ კრიზისს, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. მათ ჰგონიათ, რომ როთისნაირი ადამიანები არიან მათთვის საუკეთესო ლეგიონერები, რომლის მოშველებით რაიმე გარდატეხას მოახდენენ საქართველოში და სინამდვილეში, კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.