“ესენი არიან უსამშობლოები, მათ ოპოზიცია არ ჰქვიათ, რადიკალები არიან” – ირაკლი ზარქუა

“ესენი არიან უსამშობლოები, მათ ოპოზიცია არ ჰქვიათ, რადიკალები არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანაში ქაოსი შექმნან.

“ჰგონიათ, რომ ამით რევოლუციას შექმნიან თავიანთი პატრონების დაფინანსებით. ეს არ გამოუვათ. ახლა ათას სიგიჟეს იგონებენ. როთებმა თქვეს, სავიზო რეჟიმი შეიძლება გადაიხედოსო. გახსოვთ, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ გვეუბნებოდნენ, კანონი არ მიიღოთ, თორემ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. ღირსება დავიცავით და სტატუსიც მივიღეთ. ამის შემდეგ რა იყო? ელექტრონულ არჩევნებს ვერ გააყალბებენო, ახლა თქვეს, გამოჟონაო, ამ გამოჟონილებმა. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მოსახლეობას ატყუებენ, თავად მილიონებს იჯიბავენ პატრონებისგან. ამიტომ, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ამათ თავს ნუ გამოაყენებინებთ. ცესკო საბოლოო შედეგს და ოქმს გამოაქვეყნებს რამდენიმე დღეში, შემდეგ ათი დღის ვადაში გაიმართება პირველი სხდომა, შემოვალთ და მთავრობასაც დავამტკიცებთ“, – აცხადებს ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები