ზარქუა – ოპოზიციაზე: ხუთი ადამიანი არ უჭერს მხარს, ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას და პარტნიორებს ვისი სახელით მიმართავენ?
“ხუთი ადამიანი არ უჭერს მხარს, ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას და პარტნიორებს ვისი სახელით მიმართავენ?”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციური პარტიების მისამართით განაცხადა.
„ბაქრაძე ცოცხალია? – უგულავა და უსუფაშვილი რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნოთო, ეს ჩვენი დაფინანსებულია, რადგან ეს უსამშობლოები ამას რომ ითხოვენ, წარმოიდგინეთ, იქიდან რა განწყობა ექნებათ. მათ ხუთი ადამიანი არ უჭერს მხარს, ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას და პარტნიორებს ვისი სახელით მიმართავენ? მივმართავ ახალგაზრდებს, მეგობრებო, ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებთ, რადგან პარლამენტში შემოვლენ, ზოგი რამდენიმე თვეში, ზოგი ცოტა გვიან. გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობას დააბრალებენ, რა ვქნათ, შესვლა მათ გვირჩიესო და ამით თავს „გაიპრავებენ“. მეგობრებო, თავს ნუ გამოაყენებინებთ. ისინი ისე მიგატოვებენ, როგორც მანამდე რამდენიმე ახალგაზრდა და თავად პარლამენტში პუფებად აღმოჩნდებიან. მათი ამოცანაა, ხალხი დაღალონ და პარლამენტში შემოსვლა გაილამაზონ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, ლგბტ კანონის მიღება არასწორი არისო, ანუ, ქართველ ხალხს ეს უნდა მიგვეღო. ამათი მორალი ეს არის. ვინც მათ ეხმიანება, ყველა აგენტურაა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ზარქუამ.