“ოპოზიციის ტყუილებს აყოლილი ხალხი არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის” – მათიკაშვილი

“ოპოზიციის ტყუილებს აყოლილი ხალხი არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფაქტების გარეშე მოსაზრებები ჭორაობაა.

„ფაქტების გარეშე მოსაზრებები ჭორაობაა, რაც მიუღებელია პოლიტიკოსებისთვის და ყოფილი თანამდებობის პირებისთვის. რაც ჭორაობას სცდება, შესაბამის ინსტანციებში წყდება, ეს არის სასამართლო და პროკურატურა, ცესკო. დანარჩენი უარგუმენტო ჭორაობაა, რისი ფასიც ნულოვანია“, – განმარტა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები