პრემიერი-მინისტრი კახეთში რთველს დაესწრო – ფოტოკოლაჟი

კახეთის რეგიონში 115 ათასი ტონა ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 155 მილიონი ლარი შეადგინა,-ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა კახეთში სტუმრობისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დღეს კახეთის რეგიონში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი რთველს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
პრემიერმა წლევანდელ რთველს უპრეცენდენტო უწოდა. მისივე თქმით, რეგიონში ამ დროისთვის 115 ათასი ტონა ყურძენია დაკრეფილი, გაცემულმა თანხამ კი ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა.
„დღეს ერთგვარად რთველის სიმბოლური შეჯამება გვაქვს და მიმაჩნია, რომ წელს საუკეთესო რთველი და საუკეთესო წელი იყო, ვინაიდან გლეხები, მევენახეები ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები არიან. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კახეთში 115 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი, ამაში რაჭის მოსავალი არ შედის, რამაც ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა. ეს უპრეცედენტო, წარმატებული რთველია, რაც მთავარია ეს დიდი მოტივაცია, სტიმულის მიმცემია გლეხებისთვის. 4 ათას ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი, რაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ გლეხს გაუჩნდა მოტივაცია და სურვილი, რომ ვენახი გააშენოს. არიან ოჯახები, რომლებმაც 10, 20, 50 და 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სოფლებში ეს ძალიან დიდი დახმარებაა,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

1014388_728666223891123_2470880361343898909_n

10401362_728666227224456_1144160603083284756_n

10639447_728666457224433_1017284095313753811_n

10686914_728666220557790_1586478983717792608_n

10712874_728666287224450_3454561978330398099_n

1601216_728666487224430_7508240281929898643_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები