თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ტარდება
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გრძელდება. დელეგატები ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა ნეირომეტაბოლური დაავადებები, კოლორექტალური ონკოლოგია, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები და დერმატოლოგიური პათოლოგიები.
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია 3 ოქტომბერს „ქორთიარდ მარიოტში“ დაიწყო. კონფერენციის მიზანია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექიმების გამოცდილების გაზიარება და ქართული ჯანდაცვისათვის ხელშეწყობა.