დონალდ ტრამპის მრჩეველი: როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტისთვის, ყირიმი აღარ არის
„როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ არის“, – ამის შესახებ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ბრაიან ლანზამ განაცხადა.
როგორც ლანზამ განმარტა, ქვეყნის ახალი ადმინისტრაცია უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე ვერ იქნება ორიენტირებული.
ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება,
„პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება, გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არის სერიოზულად განწყობილი.
როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ არის. თუ თქვენი პრიორიტეტია ყირიმის დაბრუნება და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენ თავად მიხედეთ თავს“, – განაცხადა ბრაიან ლანზამ.
მან ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ საკუთარი ვერსიის წარდგენისკენ მოუწოდა.
„ის, რასაც ვაპირებთ, რომ უკრაინას ვუთხრათ, რას ხედავთ მშვიდობის რეალისტურ ხედვად. ეს არ არის გამარჯვების ხედვა, არამედ მშვიდობის ხედვა. და მოდით, დავიწყოთ გულწრფელი საუბარი“, – აღნიშნა ლანზამ.