ვოლსკი – ოპოზიციაზე: უნდოდათ რევოლუციური პროცესის განვითარება, არ გამოუვიდათ და რასაკვირველია, ახლა უკან დახევა საკმაოდ რთულია

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ოპოზიციის ლიდერების პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

“განცხადებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ათასობით მტკიცებულებები გააჩნია ე.წ. ოპოზიციას, უფრო სწორად, შეთქმულთა გუნდს, რომ გაყალბდა არჩევნები. ამ თემით ისინი მანიპულირებდნენ, უნდოდათ ამ რევოლუციური პროცესის განვითარება, არ გამოუვიდათ და რასაკვირველია, ახლა უკან დახევა საკმაოდ რთულია.

აქედან გამომდინარეობს ყველა განცხადება, რომელიც ეხება პროკურატურისადმი უნდობლობას. რა უნდობლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუ მასალა გაქვს, დადე ეს მასალა. ან საზოგადოებას გაანდე, არ არის აუცილებელი რომ ენდობოდე, შემდეგ შევხედოთ, გამოიძიებს თუ არ გამოიძიებს და რამდენად ობიექტურად გამოიძიებს პროკურატურა ამ მასალას”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები