ნინო წილოსანი: „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ხმები „ლელოს“ და გახარიას კალათაში წავიდა – ეს ყველაფერი იმ გარე დაკვეთის შედეგი იყო, რომლითაც მათ მისცეს დავალება, რომ ოთხივე პარტიას უნდა გადაელახა ბარიერი

მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხმები „ლელოს“ და გახარიას კალათაში წავიდა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გარე დაკვეთის შედეგი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხმები „ლელოს“ და გახარიას კალათაში წავიდა. ფაქტია, რომ იმ კვლევებით, რომლებსაც ჩვენ პარტიის შიგნით ვაწარმოებდით და საჯაროდ გაცხადებული, „გორბის“ კვლევებითაც, ეს პარტიები და განსაკუთრებით, გახარია ვერ ლახავდა ბარიერს. მათი კოორდინირებული მუშაობა საბოლოო შედეგებზეც აისახა და ეს ყველაფერი იმ გარე დაკვეთის შედეგი იყო, რომლითაც მათ – ოთხივე ამ პარტიას მისცეს დავალება, რომ ოთხივეს უნდა გადაელახა ბარიერი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები