ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ამსტერდამში მომხდარი თავდასხმები ევროპისთვის განგაშის ზარი უნდა იყოს

ამსტერდამში საშინელი ბარბაროსული და ანტისემიტური თავდასხმები ისრაელის ფეხბურთის გულშემატკივრებზე ევროპისა და მსოფლიოსათვის განგაშის ზარი უნდა იყოს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარიმ განაცხადა.

„თავისუფლებისმოყვარე ქვეყნებმა არ შეიძლება, დაუსჯელად დატოვონ აღვირახსნილი სიძულვილი ქუჩებში. როგორც ისტორიამ აჩვენა, ის, რაც იწყება ებრაელების დევნისა და ძალადობით, არასოდეს მთავრდება ებრაელებით“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები