მაკრონი – “მსოფლიო შეიცავს მტაცებლებსა და ბალახისმჭამელებს, ჩვენ ნაირმჭამელები უნდა ვიყოთ”

ევროპა მსოფლიოში “ბალახისმჭამელი” ვეღარ იქნება, საჭიროა, რომ ევროპა “ნაირმჭამელი” გახდეს,- საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ში დონალდ ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.

“მსოფლიო ბალახისმჭამელებისგან და ხორცისმჭამელებისგან შედგება. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ბალახისმჭამელებად დავრჩეთ, მაშინ ხორცისმჭამელები გაიმარჯვებენ და ჩვენ მათი პროდუქტი გავხდებით”. – მიმართა მაკრონმა ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს.

მაკრონი ევროპაში ერთიანი თავდაცვის სივრცის შექმნის მომხრეა, რომელიც აშშ-სგან დამოუკიდებელი იქნება. მას შემდეგ, რაც აშშ-ში ტრამპმა გაიმარჯვა, ევროპის ზოგიერთი ლიდერი მოელის, რომ NATO-ში ამერიკის ჩართულობა შესუსტდება, რაც ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯის გაზრდას აიძულებს.

“ჩემი აზრით, ჩვენ, სულ მცირე, ნაირმჭამელები უნდა გავხდეთ. მინდა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი ყველა ასეთი სუბიექტისგან”. – განაცხადა მაკრონმა.

7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, ევროკავშირის ლიდერები ხაზს უსვამდნენ ევროპის მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში პასუხისმგებლობის აღების საჭიროებას, ისევე როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დახმარების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები