ყინულის საფარის ქვეშ ჩავარდნილი მეთევზე მუშებმა გადაარჩინეს

დონეცკის ოლქში ელექტრონული საწარმოს მუშებს სანაპირო ზოლიდან აფეთქების მსგავსი ხმაური შემოესმათ. ისინი ადგილზე მივიდნენ, რა დროსაც ყინულის ქვეშ ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს.   აღმოჩნდა, რომ დაზარალებული სანაპიროდან 50 მეტრში თევზაობდა, რა დროსაც ყინულის ფენა ჩატყდა. მეთევზემ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა. მისი გადარჩენა ელექტრონული საწარმოს თანამშრომლებმა დროულად შეძლეს. მათ მეთევზე ყინულის საფარიდან ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე  პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები