nypost: არალეგალი მიგრანტები ამერიკის საზღვრის გადაკვეთას ტრამპის თანამდებობის დაკავებამდე ჩქარობენ(ფოტო,ვიდეო)
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე საათში მექსიკა-ამერიკის კედელთან მიგრანტთა რიგები დადგა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
nypost-ის ცნობით, 6 ნოემბერს საზღვარი 100-ზე მეტმა მიგრანტის ჯგუფმა გადაკვეთა. ისინი აშშ-ის საზღვართან მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთის შედეგად მოხვდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვრისკენ მიგრანტთა კიდევ 3000 ჯგუფი მიემართება.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მიგრანტთა ნაკადმა ერთიორად იმატა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დასაწყისში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, ბავშვები და მათი მშობლები თავშესაფრის მოთხოვნის მოქმედი შეზღუდვისგან თავისუფლდებიან.
ტრამპმა კი განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ში არალეგალური მიგრანტების პრობლემას დაასრულებდა. ტრამპის მხარდამჭერები მოელიან, რომ ტრამპი მასობრივი დეპორტაციის დაპირებას რეალობად აქცევს. წინასაარჩევნო დაპირების თანახმად კი ქვეყნიდან 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია იგეგმება.
“ისტორიაში უდიდესი შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან და ეს ხდება იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს”,- განაცხადა წინასაარჩევნოდ ტრამპმა.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად საზღვარს დახურავდა.