“იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩადგება” – ვოლსკი

“ჩვენ ადრეც ვთქვით და ახლა ვიმეორებთ, რომ ურთიერთობების გადატვირთა უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩადგება.

“პატარა სახელმწიფო, საქართველო, თავისი მცირე რესურსებით, არასდროს გვერდით არ გადგომია საერთო საკაცობრიო პრობლემებს და ყოველთვის იყო ერთგული პარტნიორი ყველასათვის, ვინც ამ იდეალებისთვის იბრძოდა. რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩადგება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები