“ალეკო ელისაშვილი და ოპოზიციონერები წინასწარ იყვნენ საქმის კურსში, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე, რომლის მეუღლეც არის ცნობილი აქტივისტი” – გორდულაძე

“ალეკო ელისაშვილმა გუშინდელი აქციის დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსამართლეს თურმე მიღებული აქვს უკვე გადაწყვეტილება და მან დადასტურებულ ფაქტად იცოდა, რომ მოსამართლე გააუქმებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

“რა იცოდა პოლიტიკოსმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რა იცოდა, რა ედო თავში მოსამართლეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ცალკე შესწავლის საგანია. წარმოუდგენელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თურმე, მოსამართლემ თავის შინაგანი რწმენის და მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი არ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ, თურმე, პოლიტიკოსებმა და კონკრეტულად „ნაცკლასტერის“ შემადგენელმა პოლიტიკოსებმა, წინასწარ იცოდნენ სასამართლოს მისაღები თუ უკვე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციისა თუ გადატრიალების მცდელობისთვის, რაც ასევე წამოსცდა თინა ხიდაშელს, რომელმაც პარალელი გაავლო 2003 წელს, ბოლნისში სასამართლო გადაწყვეტილებასთან და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული იქნა ე.წ. ვარდების რევოლუციისთვის”, – განმარტა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები