გიორგი კახიანი – ოპოზიციაზე: არიან ძალიან მძიმე, სასაცილო მდგომარეობაში

“ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი ამოცანა აქვთ: არჩევნებზე, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თავისუფალი იყო და ეს საზოგადოებამ თავად ნახა, თქვან, რომ რაღაცნაირად არის გაყალბებული”, – ამის შესახებ “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, “ამ წვალებაში, რომ რაღაც მტკიცებულებები მოიძიონ, უამრავ რამეს მიედ-მოედებიან და, საბოლოოდ, არიან ძალიან მძიმე, სასაცილო მდგომარეობაში.

“ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაფასებდით და ვპროგნოზირებდით იმას, თუ რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა ეს პროცესები. ვამბობდით, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არ ემზადება, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის, რადგან წინასაარჩევნოდ მათი აქტიურობა თუ რაოდენ დაბალი იყო, საზოგადოებამ კარგად ნახა – არც შეხვედრები ჰქონიათ და, ძირითადად, სულ სხვა თემებით იყვნენ დაკავებულები.

მაშინაც ვამბობდით, როდესაც ოპოზიცია დარწმუნდება იმაში, რომ ისინი დამარცხდებიან ამ არჩევნებში, შემდგომ დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ არჩევნები გაყალბდა და [განვითარდება] ის სცენარი, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს. ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი ამოცანა აქვთ: არჩევნები, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თავისუფალი იყო და ეს საზოგადოებამ თავად ნახა, ასეთ არჩევნებზე თქვან, რომ რაღაცნაირად არის გაყალბებული. ამ წვალებაში, რომ რაღაცა მტკიცებულებები მოიძიონ, უამრავ რამეს მიედ-მოედებიან და, საბოლოოდ, არიან ძალიან მძიმე, სასაცილო მდგომარეობაში”, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები