“ისეთი აგენტურული ოპოზიცია გვყავს, რომელთა სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს” – იონათამიშვილი

“ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც, საბოლოოდ, მათ პოლიტიკურ ბანკნოტს უფრო თვალსაჩინოს გახდის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„მათ კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. სწორედ აქედან ჩანს, როგორი უპასუხისმგებლოები, ანტიევროპულები და უსამშობლოები არიან. რაც უფრო მეტს „იხმაურებენ“, მით უფრო მეტად დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს ხალხი ნდობას არ იმსახურებს. ისეთი აგენტურული ოპოზიცია გვყავს, რომელთა სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ, საკუთარი პოზიციები დღეგამოშვებით ისე გადათქვან, რომ თვალი არ აუხამხამდეთ. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებაში მორალურადაც დასრულებულია“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები