“რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, ამას თავად აკეთებდნენ და მერე ცდილობდნენ, რომ ხელი შეეხოცათ „ქართული ოცნებისა“ და ცესკოსთვის” – გორდულაძე

“არაერთი ფაქტი არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, ამას თავად აკეთებდნენ და მერე ცდილობდნენ, რომ ხელი შეეხოცათ „ქართული ოცნებისა“ და ცესკოსთვის”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.

„ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერთ-ერთ ოლქში, ზესტაფონში, გადასატანი ყუთის შედეგები გაუქმებულიყო. როდესაც ისინი დარწმუნდნენ ალბათობის მაღალი ხარისხით რომ ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აძლევდნენ გადასატანი ყუთით ხმას, მათ ხელი არ მოაწერინეს ამომრჩევლებს და ამის შემდეგ უბრალოდ გაუქმდა გადასატანი ყუთის შედეგები. რა არის ეს, თუ არა იმის მცდელობა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმები მოჰპარონ“, – განმარტა გორდულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები