ესპანეთში გამოცხადებული გლოვის გამო, სტრასბურგსა და ბრიუსელში დროშები დაუშვეს
ესპანეთში გამოცხადებული გლოვის გამო, სტრასბურგსა და ბრიუსელში ევროკავშირისა დ ესპანეთის დროშები ნახევრად დაუშვეს.
ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროპა დახმარებისთვის მზადაა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ესპანურად მიმართა დაზარალებულებს და მათ გვერდით დგომა გამოუცხადა. ევროკავშირმა სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლი აამოქმედა.
ცნობისთვის, ესპანეთში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.