რუსეთში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა – არის მსხვერპლი

რუსეთის ქალაქ ჩერკესკში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ორ სადარბაზოში რამდენიმე ბინა განადგურდა. ინციდენტს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა და 11 დაშავდა.

თავდაპირველად ცნობები 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა, მოგვიანებით, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა დაწერეს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

ნანგრევებში ადამიანების სამძებრო სამუშაოები გრძელდება, საცხოვრებელი სახლიდან 52 ადამიანია ევაკუირებული.

ადგილზე 195 მაშველი და 42 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები