ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათგან 92 ადამიანი სტიქიას მხოლოდ ვალენსიაში ემსხვერპლა, ორი ​​ადამიანი კასტილა-ლა მანჩაში, ერთი კი მალაგაში დაიღუპა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქარიშხალ „დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას თავს საუკუნის ყველაზე მძიმე ქარიშხალი დაატყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები