რატი იონათამიშვილი: ანტიქართული ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, შეიძლება, უკეთესიც იყოს

,,ანტიდემოკრატიული და ანტიქართული ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, შეიძლება, ეს უკეთესიც იყოს, რადგან ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიცია აღარ არსებობდეს და მათი პოლიტიკური დასასრული იქნება, შეუძლებელია, ჩვენ ამის რაიმე საწინააღმდეგო გვქონდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

„რადიკალურ ოპოზიციას პრინციპები და ფასეულობები არ გააჩნია. ისინი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით გამოირჩევიან. ინდივიდუალურად ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, საინტერესო არ არის. საზოგადოება ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის გადაგდებით არის ცნობილი. მათ ამომრჩეველი ოთხი წლის გადააგდეს, როცა პარლამენტში არ შემოდიოდნენ და შემდეგ პრივილეგიებით ისარგებლეს. პოლიტიკაში გადამგდები ადამიანების ადგილი არ არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები