“გვარამია და სხვები ქუჩაშიც და შენობებშიც ძალიან უხერხული სანახავი არიან” – იონათამიშვილი
“გვარამია და სხვები ქუჩაშიც და შენობებშიც ძალიან უხერხული სანახავი არიან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ჰგონია, რომ რადიკალური სცენარებით რაიმე წარმატებას მიაღწევს.
„ახლა ქუჩას ამბობენ, რადგან ჰგონიათ, რომ რადიკალური სცენარებით რაიმე წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ აქაც ხელმოცარული დარჩებიან. როგორც ჩანს, ხელმოცარულობა მათი სამარკო ნიშანია. ასეთი ანტიდემოკრატიული ძალები რაც უფრო ხელმოცარულები იქნებიან, კარგია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.