„საზოგადოება ქართული“ – Edison Research-ზე: ეს კომპანია საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას მოემსახურა, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის

“ეს კომპანია საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას მოემსახურა, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის”,- ამის შესახებ Edison Research-ის კვლევებთან დაკავშირებით „საზოგადოება ქართულის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„Edison Research-ისგან ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ 12,1 %-ით გაყალბება არ გაგვკვირვებია. ყველა წინა წლების სტატისტიკა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ამ კომპანიის კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14%-ით ნაკლები იყო ცესკოს საბოლოო შედეგებზე. ამ შემთხვევაშიც, ეს კომპანია საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას მოემსახურა, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის. სინამდვილეში კი პირიქით გამოუვიდა, სიყალბეზე „მოზეიმე“ ოპოზიცია დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან, რომელიც ცესკოს რეალური შედეგების გამოცხადებიდან მიიღეს.
რა თქმა უნდა, უცხოელი პატრონების ორმაგი და სამმაგი სტანდარტების გამო, ოპოზიცია, ე.წ. არასამთავრობოები და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ გრძნობენ უხერხულობას ორ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გათვალეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ კურატორებმა. კერძოდ, ცესკოს მონაცემებს დაემთხვა არა მხოლოდ „გორბის“ ეგზიტპოლი, არამედ, და, რაც მთავარია – იმ #ISFED-ის პარალელური ხმების დათვლის შედეგი (მათივე აღიარებით), რომელმაც 2020 წლის არჩევნებისას PVT გააყალბა“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები