“საქართველომ მიაღწია პროგრესს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ მოხსენებით განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებაში“ – იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი საქართველოს შესახებაა.

„საკვანძო წინადადება გაფართოების ანგარიშიდან: „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ გზას და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გამოჩენილი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისიას არ ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია”?

და კიდევ ერთი მამხილებელი, თუმცა, არცთუ გასაკვირი საკვანძო წინადადება: „ასევე, საქართველომ მიაღწია უმნიშვნელო პროგრესს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ მოხსენებით განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებაში“, – წერს იოზვიაკი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები