“არჩევნებიდან ოთხი დღის შემდეგაც, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები არ გამოქვეყნებულა, ორგანიზაციის ხელმძღვანელზე არის უპრეცედენტო ზეწოლა, რომ ეს არ გააკეთოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა.
“ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სპეკულაციები არ წყდება და ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი პუნქტის გატარებას. უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება. რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ, რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ვატაროთ, უკვე ისინი იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, თქვენი, ჩვენი, ყველასი, რომ დღეს უკვე გვეუბნებიან 300 000 ხმა გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებშიო. ეს რომ არ გაგრძელდეს, ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს, რათა მათ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება“, – განაცხადა მდინარაძემ.