“საპროტესტო აქციები გაგრძელდება” – სალომე სამადაშვილი
“ვფიქრობ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ჩადენილი დანაშაული უნდა გამჟღავნდეს”.
“ყოველდღე ინტენსიური შეხვედრები გვაქვს იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება. რეალურად, ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებს აზრი დაუკარგა. ეს სისტემა გამოძიებული თუ არ იქნება და არ შეიცვლება, არასდროს ამ ქვეყანაში არანაირ არჩევნებს აზრი არ ექნება”, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არცერთი აღიარებს.