მდინარაძე – ოპოზიციაზე: ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს იმისთვის, რომ მათ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება
“სპეკულაციები არ წყდება, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი პუნქტის გატარებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.
მისი თქმით, უკვე მერამდენედ ხდება, რომ აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება”.
“რაც უნდა გავაუმჯობესოთ, რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ვატაროთ, უკვე ისინი იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, რომ დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმა გაყალბდა. ეს რომ არ გაგრძელდეს, ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს იმისთვის, რომ მათ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება”, – აცხადებს მდინარაძე.