“ოპოზიცია თვეების განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა, თითქოს, არჩევნებს იგებდა, რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან” – ლევან მაჭავარიანი
„ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები არ დამთავრდება. ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ არჩევნებს ვინ აღიარებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
“პატარა ბავშვს შევადარებდი, კანფეტი რომ უნდა და არ აინტერესებს, რას ეუბნებიან, რადგან ის კანფეტი უნდა და ამის გამო ისტერიკას აწყობს. ვიდრე ისინი ძალაუფლებას ხელში არ ჩაიგდებენ, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი შედეგი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ მანდატს აიღებენ. არიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. თავიანთ ამომრჩეველთან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ამიტომ შედიან კიდევ უფრო მეტ ტყუილში. ისინი თვეების განმავლობაში საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებდნენ და ატყუებდნენ, თითქოს, არჩევნებს იგებდნენ და „ქართულ ოცნებას“ 35%-იანი რეიტინგი ჰქონდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.