ჯო ბაიდენი: თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში შევლენ, უკრაინამ მათ უნდა უპასუხოს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ, უკრაინამ მათ მიმართ საპასუხო დარტყმა უნდა განახორციელოს.
როგორც ” როიტერი” აცხადებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით.
ამასთან, კითხვაზე, უნდა განახორციელონ თუ არა უკრაინელებმა საპასუხო დარტყმა მათ წინააღმდეგ, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ, თუ ისინი უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ“.
მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში იმყოფებიან.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ნაწილები განლაგებულია კურსკის ოლქში. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა რუტემ.