მატერნოვა: უკრაინა ევროკავშირს გეოპოლიტიკურად გააძლიერებს
ევროკავშირი სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებს, მას შემდეგ რაც უკრაინა მისი წევრი გახდება, – ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, კატარინა მატერნოვამ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა პოტენციური სარგებელი შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა უკრაინის მის რიგებში გაწევრიანებით, ელჩმა თქვა: „პირველ რიგში, შეხედეთ რუკას. უკრაინის ადამიანური, სოციალური, ეკონომიკური, ციფრული, ენერგეტიკული, სამხედრო, თავდაცვითი, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი არის ევროპის გაძლიერება“, – აღნიშნა ელჩმა.