არგენტინაში 10-სართულიანი სასტუმროს შენობა ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

არგენტინაში სასტუმროს 10-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი ნანგრევებშია მოყოლილი. ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

შემთხვევა ბუენოს-აირესის პროვინციაში, ქალაქ ვილა გესელში მოხდა, სადაც ამჟამად სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

შენობაში, სავარაუდოდ, 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მუშები.

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ქალი გამოიყვანეს.

ბუენოს-აირესის პროვინციის უშიშროების მინისტრმა, ხავიერ ალონსომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნგრევის შედეგად 80 წლის მამაკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები