პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთი რიგი მიზეზების გამო უკრაინას MiG-29-ს ვერ გადასცემს

სანამ ნატო არ იძლევა გარანტიებს პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებით, პოლონეთი ვერ გადასცემს უკრაინას MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, რაზეც ივლისში იყო შეთანხმებული, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

გარდა ამისა, რადიოსადგურ Radio Zet-ის ეთერში დუდამ აღნიშნა, რომ კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ვარშავის მიერ შეძენილი უფრო თანამედროვე თვითმფრინავები ჯერ არ ჩამოსულა.

დუდას ჰკითხეს, იყო თუ არა ის „გაბრაზებული“, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვების გეგმის „საიდუმლო დანართები“ არ გადასცა.

„უკრაინის საკითხს ძალიან მშვიდად ვუდგები. მიმაჩნია, რომ ეს არის უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობის საკითხი, მხოლოდ ამ პრიზმით განვიხილავ ომის მთელ საკითხს, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმით დაიწყო და ჩვენს დამოკიდებულებას ამ ომის მიმართ. ერთადერთი საკითხია, რამდენად არის ჩვენს ინტერესებში უკრაინის არსებობა, უკრაინა იყოს ჭეშმარიტად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები