ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

თავის მხრივ, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ხაზი გაესვა ისეთი გლობალური პროექტის მნიშვნელობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები