ნინო წილოსანი: უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც ესტონეთისთვისაა საჭირო პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს შემთხვევაში, თურმე ეს აკრძალული გვქონდა – ჩვენს შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი ამას ისახავდა მიზნად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ესტონეთის პარლამენტის მიერ იმ კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

„ამჯერადაც უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც ესტონეთისთვის არის კარგი, აუცილებელი და საჭირო პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს შემთხვევაში, თურმე ეს აკრძალული გვქონდა. უფრო მეტიც, თურმე გამჭვირვალობის კანონი რუსული ყოფილა. ჩვენს შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი ამას ისახავდა მიზნად, რადგან ზუსტად იმ „ენჯეოების“ გავლით ფინანსდებოდნენ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები და ეს ყველაფერი ხდებოდა შეფარვით“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები