ანა ნაცვლიშვილი: ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის „შავი ყუთი“

„ძლიერი საქართველოს“ შტაბში თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები – ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის „შავი ყუთი“,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

მანვე აღნიშნა, რომ “ძლიერი საქართველო” მოითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციისგან “უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას”.

” ამ დროისთვის, „ძლიერი საქართველოს“ შტაბში თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები. ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის შავი ყუთი. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას. ამ მასალების არ გასაჯაროება დაადასტურებს იმას, რომ სწორედ, ეს არის შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას დანაშაულების შესახებ და სწორედ, ეს არის ის სქემა, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება.

მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, თუ მას არაფერი აქვს დასამალი და თუ ყველაფერი კანონთან შესაბამისად ჩატარდა, მაშინ მათ უნდა გაასაჯაროონ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებულები არიან, როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები. თუ არ მომხდარა გაყალბება და თუ არ მომხდარა მასობრივი სქემა, რომელზეც ჩვენ გუშინ დეტალურად ვისაუბრეთ, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა გასაჯაროვდეს, იმ ამომრჩევლების სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებულები, როგორც არჩევნებში მონაწილე. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ სწორედ, ეს სია ინახავს მტკიცებულებებს ჩადენილი სისტემური დანაშაულის შესახებ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები