შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიას გამო გადამდგარი გიორგი გახარია ახლაც მელიას გამო ნერვიულობს და ამიტომ აპროტესტებს არჩევნების შედეგებს

“როგორც მაშინ მელიას გამო ნერვიულობდა გიორგი გახარია და გადადგა, ახლაც მელიას გამო ნერვიულობს და ამიტომ აპროტესტებს არჩევნების შედეგებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას გამო გადამდგარი ადამიანი ახლაც ზუსტად მელიას გამო ზრუნავს.

„რას აპროტესტებს ბატონი გახარია ვერ გავიგე. ეგზიტპოლში რაც ჰქონდა, ის იყო ცესკოს შედეგიც. რას აპროტესტებს, ანუ “ნაციონალური მოძრაობის” გამო ნერვიულობს, მელიას გამო ხომ? როგორც მაშინ მელიას გამო ნერვიულობდა და გადადგა, ახლაც მელიას გამო ნერვიულობს და ამიტომ აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. მელიას გამო გადამდგარი ადამიანი ახლაც ზუსტად მელიას გამო ზრუნავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები