ნორვეგია უკრაინას 500 მილიონი ევროს დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ნორვეგია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ახალ დახმარებას გადასცემს, საიდანაც ნახევარზე მეტი სამხედრო დახმარებისთვისაა დაგეგმილი.

მისი თქმით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ფრონტზე არსებული ვითარების მკაფიო შეფასება მიიღეს.

შტორემ ასევე დააზუსტა, რომ მისმა ქვეყანამ იცის უკრაინაში რუსული ჭურვებისა და რაკეტების გამო დაღუპული ქალებისა და ბავშვების რაოდენობა.

“ჩვენ წარმოგიდგენთ კიდევ ერთ პაკეტს, დაახლოებით, 500 მილიონი ევროს ოდენობით, სადაც დაახლოებით 350 მილიონს გამოვყოფთ კიდევ ერთი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტისთვის. ჩვენ დანიელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ ამ ინიციატივის გასაძლიერებლად”, – დასძინა ნორვეგიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ნორვეგია აქტიურად უწევს სამხედრო დახმარებას უკრაინას. ის გახდა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც დათანხმდნენ F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები