ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ უკვე დაიწყო ეუთო/ოდირის „გაშავების“ კამპანია – მათი მხრიდან გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ არჩევნებზე იყო კონკურენტული გარემო

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ უკვე დაიწყო ეუთო/ოდირის „გაშავების“ კამპანია, რადგან, მათი მხრიდან გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ იყო კონკურენტული გარემო პირველ რიგში.

„მათ ასევე ისაუბრებს იმაზე, რომ ცესკო მოწოდების სიმაღლეზე შეხვდა ამ არჩევნებს და ამ არჩევნებს თავი გაართვა. მათ ასევე ისაუბრეს იმ თავისუფალ გარემოზე, რომელიც იყო შექმნილი. მე არ ვიცი როგორ უნდა შეიყვანონ თავიანთი მომხრეები ისეთ შეცდომაში, რომ დააჯერონ „ქართული ოცნების“ მიერ 300 ათასი ხმის გაყალბება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები