ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, სრულად გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ცნობა დარღვევების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართველმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომლის გარემოც ფორმირებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით. ამან ხელი შეუწყო არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებრივ და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის მიღწევის შესაძლებლობის მიმართ. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, სრულად გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ცნობა დარღვევების შესახებ. ასევე, გავცემთ მოწოდებას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ოფიციალურ პირებს, გაითვალისწინონ, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ნაცვლად იმ პოლიტიკის გაძლიერებისა, რომელსაც ავტორიტარები აქებენ“, – აღნიშნა მილერმა.
მანვე დასძინა, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო შეფასება არ აქვთ და აღნიშნულთან დაკავშირებით სურთ იხილონ გამოძიება.