რობერტ ფიცო ჩინეთს ეწვევა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩინეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რობერტ ფიცოს ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფიცოს ვიზიტი ჩინეთში პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჩინეთი და სლოვაკეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.