“ასეთი დახვეწილი სისტემა არ გააჩნია ევროპის თითქმის არცერთ ქვეყანას, აქედან გამომდინარე, გაყალბებას თეორიულად ვერ ექნებოდა ადგილი” – ქადაგიშვილი

“ასეთი კანონი და ასეთი დახვეწილი სისტემა არ გააჩნია ევროპის თითქმის არცერთ ქვეყანას, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. აქედან გამომდინარე, გაყალბებას თეორიულად ვერ ექნებოდა ადგილი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, პარლამენტი უფლებამოსილია, რომ თავისი მუშაობა დაიწყოს და ეს დაიწყება.

“ეს არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი იყო ქართველი ხალხის სურვილი, რომ შეენარჩუნებინათ ამ ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, პროგრესი, ყოფილიყო ერთგული თავისი ტრადიციების და სწორედ ამ გზით გვევლო ევროპისკენ.

რაც შეეხება ოპოზიციის წუხილებსა და წუწუნებს, ამას ხომ ჩვენ თავიდანვე, არჩევნების დაწყებამდე ვამბობდით, რომ ოპოზიციას რეალურად გამარჯვების შანსი არ აქვს, ის ემზადება იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს.

პარლამენტი უფლებამოსილია, რომ თავისი მუშაობა დაიწყოს და ეს დაიწყება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები