„მთლიანობაში, უბნებზე ყველაფერი ტექნიკურად გამართულად ჩატარდა” – IRI-ის დამკვირვებელი, ჯონ შიმკუსი

“ცესკოში 337 საჩივარი არის შეტანილი, რომელიც ელოდება გადაწყვეტას. IRI მოუწოდებს ცესკოს, რომ ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის, რათა ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული”, – ამის შესახებ IRI-ის დამკვირვებელმა, ჯონ შიმკუსმა განაცხადა.

მისი თქმით, უბნებზე ყველაფერი ტექნიკურად გამართულად ჩატარდა.

„მთლიანობაში, უბნებზე ყველაფერი ტექნიკურად გამართულად ჩატარდა. ტექნოლოგიები მუშაობდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა მცირე პრობლემები იყო. ასევე, იყო მცირე დარღვევები ხმის ფარულობის დაცვასთან დაკავშირებით. იყო სისტემატური ზეწოლა, რამაც შექმნა შიშის გარემო. ამასთან, იყო იზოლირებული მომენტები ხმების მოსყიდვის, განმეორებით ხმის მიცემის, ძალადობის. მთლიანობაში, უბნების დახურვის დროს სიტუაცია მშვიდი იყო. წინასწარი შედეგების გადაცემა მოხერხდა. საოლქოების დონეზეც პროცედურების დაცვით ჩატარდა ხმების შეგროვება. მისია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს მომავალში. IRI ელოდება ოფიციალური, საბოლოო შედეგების გამოცხადებას; ასევე, იმ დავების განხილვას და გადაწყვეტას, რომელიც შეტანილი იქნა. რა თქმა უნდა, IRI გამოსცემს საბოლოო, ყოვლისმომცველ ანგარიშს“, – განაცხადა შიმკუსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები