ოპოზიციის ლიდერები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ

ოპოზიციის ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგა.

“ჩვენი პოზიცია არის მყარი, გავცვალეთ აზრები და ვფიქრობ, ვთანხმდებით მნიშვნელოვან დებულებებზე, დღეს აუცილებლად გვექნება კონკრეტული გეგმა საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განაცხადა “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამასთან, დღეს, 21:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები